18 ნოემბრის აქციის დაშლა - ქრონოლოგია

19 ნოემბერი 2019, 12:20 3230 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, მას შემდეგ რაც კანონპროექტი პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, პარლამენტმა ჩააგდო.

გუშინ დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი კომიტეტის და ბიუროს სხდომები. დაახლოებით დღის 5 საათისთვის ტერიტორიაზე გამოჩნდა სპეც დანიშნულების რაზმი, მათ გაფრთხილება მისცეს აქციის მონაწილებეებს, რამდენიმე მოწოდების შემდეგ     აქცია წყლის ჭავლით დაშალეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში