ოპოზიციას ვუბრუნებ გაჭრილ ჯაჭვსა და ბოქლომს - არჩილ თალაკვაძე

18 ნოემბერი 2019, 19:53 1571 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმბოლურად ბოქლომი დაუბრუნა.

არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ბოქლომი არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ოპოზიციის მიდგომებს და ღირებულებებს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ.

„საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომი დადო პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ბოქლომი დაადეს მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს, ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება, ეს იყო დემოკრატია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში