არ არის ის დრო ნაციონალებს მივცეთ კონსტიტუციური ორგანოს ბლოკირების საშუალება - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი 2019, 15:19 1373 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. თუ ამის საშუალება არ მიეცემათ, ისინი შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ბლოკირება არ შეიძლება, ეს კი კანონში წერია.

"ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ​არ არის ის დრო ნაციონალებს მივცეთ, კონსტიტუციური ორგანოების მუშაობის ბლოკირების საშუალება.  მოვუწოდებ ყველას იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

რეაგირება უნდ იყოს მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად,  მე პატივს ვცემ მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირება, მითუმეტეს უმაღლესი ორგანოს ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია კანონის აღსრულება. 

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს იმოქმედონ კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად. მთავარი კანონის განხორციელებაა. პატივს ვცემ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლებას, მაგრამ პარლამენტის ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში