დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება - კახა კალაძე

18 ნოემბერი 2019, 12:10 1134 ნახვა

 „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, როგორც ტარდებოდა წლების განმავლობაში. მმართველი გუნდი ამ ეტაპზე სხვა ცვლილებებს არ გეგმავს. 

კახა კალაძემ განაცხადა, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციული გზით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დევიზი – ძალაუფლება ნებისმიერ ფასად – უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე – რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა – ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას. 

ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენი. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება'' - განაცხადა კახა კალაძემ.

 „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ოპონენტებსაც მიმართავს და 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ''...

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში