აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ - ისმის შეძახილები მონებო, სამარცხვინოებო

18 ნოემბერი 2019, 11:19 1079 ნახვა

აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ - ისმის შეძახილები მონებო, სამარცხვინოებო... 

საკანონმდებლო ორგანოსთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გია ჟორჟოლიანი, რევაზ არველაძე და მერაბ ქვარაია მივიდნენ, თუმცა სამივე მათგანს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუხდათ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. გია ჟორჟოლიანი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ავტომანქანით გაიყვანეს.

რევაზ არველაძის თქმით, თუკი პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცემა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს.

„როცა იქნება პარლამენტში შესვლის საშუალება, რა თქმა უნდა, მივალ. თუ არ მომეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გახლავართ, წავალ და წავიკითხავ ლექციებს“ ,- თქვა დეპუტატმა. 

​აქციის მონაწილეებს ყველა შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. გაშლილია კარვებიც. როგორ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს არც ერთ დეპუტატს არ მიეცემა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება.

 

 

ვიდეო: გიგა გელხვიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში