ქვიშის ტომრების გამო, პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

17 ნოემბერი 2019, 21:05 376 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა ითხოვდა სამართალდამცველებს პარლამენტის ტერიტორიაზე შეუშვას მანქანა, რომელიც დატვირთული იყო ქვიშითა და შეშით. ამბობდა, რომ ეს აქტივისტებს ღამის გასათევად და კარვების ''გასამაგრებლად''  სჭირდებოდათ. 

პოლიციამ თავდაპირველად ტომრების შეტანაზე უარი განაცხადა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

„მანქანაში არის შეშა და ქვიშა, ასაფეთქებელი არაფერია საერთოდ. არის, ასევე, საჭმელი,  რაც ღამე გასათევად სჭირდება კაცს... სანამ კანონს არ მიიღებენ და მაცნეში არ გამოაქვეყნებენ აქედან არ წავალთ. ყველა მიხვდა რამხელა ფლიდობას აქვს ადგილი. ჩვენ როგორ უნდა ვენდოთ. პიკეტირება სხვა ობიექტებზეც გადავა და რეგიონებშიც'' - უთხრა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სხვა ავტომობილებიც უნდა მოვიდნენ. გიგა ბოკერიამ კი თქვა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი იყო. ''თუ მოვა გაგაგებინებთ, დასამალი არაფერი გვაქვს. ​ რაც შეეხება მომხდარს, ასაფეთქებლებზე უნდა შევამოწმოთო, კურიოზია აბა რაა?'' - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი