ვაჟა სირაძე - პოლიცია მობილიზებულია და ჩვენ ორივე მხარის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ

17 ნოემბერი 2019, 20:25 3715 ნახვა

საპატრულო პოლიციის უფროსი ამბობს, რომ თუ ვინმე დაარღვევს კანონს  მანდატის პირობებში იმოქმედებენ.

ვაჟა სირაძის თქმით, აქციებზე მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული. 

''ეს არის პოლიციიის ის რაოდენობა რომელიც საჭიროა წესრიგის დასაცავად, ეს არის პრევენციის მიზნით.  პოლიციური ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე  სადაც აქციის წევრები გადაინაცვლებენ და გააგრძელებენ საპროტესტო აქციას.პოლიციიის მხრიდან არავის არ დაგინახავთ ძალადობის ფაქტი, უბრალოდ ისინი დგანან საპროტესტო აქციების ლოკაციებზე და იცავენ წესრიგს.პოლიცია მზად არის დაეხმაროს ნებისმიერ მხარეს. თუ ვინმე დაარღვევს კანონს ჩვენი მანდატის პირობებში ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე აქციებზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციიის დანაყოფები.''- ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

საპატრულო პოლიციის უფროსის დათვლით, პარლამენტის წინ აქციაზე 5500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.

''შს სამინისტრომ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველზე აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარება. პარლამენტის წინ, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5500-მდე მოქალაქე, ასევე აქცია იმართებოდა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  1500-მდე მოქალაქე იყო შეკრებილი. ხოლო ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან 50-მდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში. შსს განაგრძნობს საზოგადოებრივი წესრიგის და მართლწესრიგის დაცვას,არავის დაკავება არ მომხდარა.''- თქვა ჟურნალისტებთან  ვაჟა სირაძემ.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში