ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება - ქეთევან ციხელაშვილი

17 ნოემბერი 2019, 18:27 253 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, აცხადებს, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ცხინვალში დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება. მისივე განცხადებით პროცესში ყველა უწყება ჩართულია. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. ეკლესია სთხოვს ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი. პატრიარქმა რუსეთის პატრიარქ კირილის წერილიც გაუგზავნა, სადაც საუბარია საზღვრისპირა რაიონში მიმდინარე პროცესებზე, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ე.წ საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ექიმი, ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს.

მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად ხვალ, 12 საათზე „თეთრი ხალათების“ აქციას გამართავს. აქცია გაიმართება ბათუმშიც. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს ფეხბურთის ფედერაცია. მოქალაქეები კი ფეისბუკის პროფილის ფოტოზე, სოლიდარობის ნიშნად, სპეციალურად შექმნილ ჩარჩოს აყენებენ წარწერით - თავისუფლება ვაჟა ექიმს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი