ივანიშვილმა უბრალოდ გადაგვყარა, ამის გატარება არ შეიძლება - ზურა ჯაფარიძე

17 ნოემბერი 2019, 15:44 224 ნახვა

''გირჩის'' ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ქართველი ხალხი მოატყუა, ამის გატარება კი არ შეიძლება. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, წესიერი თამაშის წესებით. 

''მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები, ჩვენ ვართ რეალობაში, როდესაც ხელისუფლებამ და ივანიშვილმა უბრალოდ გადაგვყარეს. მარტო ჩვენ კი არ გადაგვყარა, გადააგდო ყველა. ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში ყველა მოატყუა. ამ შეიძლება ამის გატარება... მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, ნორმალური და წესიერი თამაშის წესებით, სადაც ყველას ექნება შანსი საკუთარი ძალა აჩვენოს. ამისთვის ვარ მე აქ და ამიტომ არიან აქ ''გირჩის'' მხარდამჭერები. მოლოდინი მაქვს, რომ დღეს აქ ბევრი გაბრაზებული ადამიანი მოვა,'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ზურა ჯაფარიძემ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ქვეყნის მთავარ გამზირზე, კარვებია გაშლილი. პოლიციელები,  როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არიან მობილიზებულები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი