ბათუმში აქციის მონაწილეები 15 საათზე შეიკრიბებიან 

17 ნოემბერი 2019, 12:30 2066 ნახვა

“ერთად ერთის წინააღმდეგ“ ბათუმში, საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 15:00 საათზე აქციის მონაწილეები, აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბებიან, თუმცა მანამდე ამ წუთებში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, ბრიფინგზე გეგმავენ გააჟღერონ რა ფორმით აპირებენ, პროტესტის გაგრძელებას. გუშინ, საინიციატივო ჯგუფმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში