''თავშეკავებული'' დეპუტატები

16 ნოემბერი 2019, 21:15 623 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე, აჭარის დეპუტაციის ორმა წარმომადგენელმა - ანზორ ბოლქვაძემ და მუხრან ვახტანგაძემ, თავი შეიკავეს. ერთიც და მეორეც მაჟორიტარი დეპუტატია, იშველიებენ საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტსაც - ხალხის აზრი.

თუმცა, რატომ არ გაითვალისწინეს იმ ხალხის აზრი, რომელიც პროპორციულ სისტემას ემხრობა, არ აკონკრეტებენ. არც იმაზე აქვთ კონკრეტული პასუხები, საკუთარი გადაწყვეტილებით, წავიდნენ თუ არა ბიძინა ივანიშვილის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორის წინააღმდეგ, თუ ამ სისტემის კანონპროექტის ჩავარდნაში საკუთარი წვლილით, ისევ ივანიშვილის სურვილი აღასრულეს.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი