აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა სიმღერა - ''გახარიას უხარია'' ჩართეს

16 ნოემბერი 2019, 18:49 1404 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ და მეორე დღეა აქციებს მართავენ.  

''როცა ბავშვებს ხვდება ტყვია გახარიას უხარია'' - აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმღერა ჩართეს. 

მიიტანეს პლაკატებიც, წარწერით: გადამგდები ოცნება, დავიბრუნოთ ქვეყანა, მატყუარა ბიძინა. 

მოგვიანებით კი, ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. 

აქციის მონაწილეებმა გუშინ, საორგანიზაციო ჯგუფი შექმნეს. ჯგუფში ოთხი პოლიტიკური პარტია - "ნაციონალური მოძრაონა", " გირჩი'', ''ევროპული საქართველო'' და ''შენების მოძრაობა'' გაერთიანდნენ. ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობი ორგანიზაციები.

გაავრცელეს ერთობლივი განცხადებაც. ''ჩვენი მიზანია ახალგაზრდების სისხლით მოპოვებული პროპორციული სიტემის დაცვა'' - ამბობენ აქტივისტები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი