უშედეგო შეხვედრა თუთუნის მწარმოებლებთან

15 ნოემბერი 2019, 20:07 1745 ნახვა

პროტესტის შემდეგ თუთუნის მწარმოებლებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მედიის გარეშე შეხვდა. როგორც გაირკვა თორნიკე რიჟვაძემ ფერმერებს რეალიზაციაში დახმარება შესთავაზა, თუმცა ვინ  და რა ფასად შეისყიდის ნედლეულს არ დაუკონკრეტებია. ფერმერთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.

განაცხადეს, რომ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზების ნაცვლად, მთავრობის თავმჯდომარისგან ფუჭი  დაპირებები მოისმინეს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეგულაციები არ გადაიხედება, აქციები გაგრძელდება. შეხვედრას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ფინანსთა მინისტრის სპეციალური ბრძანებით ფერმერები კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან  გათავისუფლდნენ.  

საუბარია დაგეგმილ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც მეთუთუნეებს 21 ნოემბრიდან ნედლეულის შეფუთვა და აქციზის გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში