საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა წევრმა დატოვა

15 ნოემბერი 2019, 20:02 1799 ნახვა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა უკვე დატოვა 12-მა დეპუტატმა. მათ შორის არიან კომიტეტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები. ამ ფონზე მმართველი გუნდის ლიდერები, ანუ ისინი ვინც რჩებიან, ირწმუნებიან, რომ უმრავლესობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

არადა, თანამდებობები იმ პირებმა დატოვეს, ვისაც უშუალო კავშირი ჰქონდა დასავლელ პარტნიორებთან და ვინც პირადად აძლევდა დაპირებას საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მაგალითად ამერიკელ კონგრესმენებს, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. ახლა უმრავლესობიდან გასული დეპუტატები ცალკე შეხვედრებს აანონსებენ. დარჩენილ მაჟორიტარებს კი აქციებს უწყობენ.

პროტესტით დახვდნენ გურიაში ნინო წილოსანს. ჰკითხეს როგორ არ შერცხვა როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ წავიდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში