სახალხო დამცველის აპარატი წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდება

09 სექტემბერი 2016, 00:00 3218 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატი წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს იწყებს. ქვეყნის მასშტაბით 26 მობილური ჯგუფი იმუშავებს, მათ შორის ორი აჭარაში. მობილური ჯგუფები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლო ფაქტებს გამოავლენენ, ასევე სასამართლო დავებზე მონიტორინგს განახორციელებს. სახალხო დამცველის აპარატი წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, ანგარიშს მოამზადებს, სადაც ყველა გამოვლენილი შესაძლო კანონდარრვევის ფაქტი მოხდება. სახახლო დამცევლის აპარატის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე დღეს მედიის წარმომადეგნლებს შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში