პარლამენტის გადაწყვეტილებას ანალიტიკოსები, ყოფილი თუ მოქმედი დიპლომატები უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ

15 ნოემბერი 2019, 18:24 1373 ნახვა

პარლამენტის გადაწყვეტილებას ანალიტიკოსები, ყოფილი თუ მოქმედი დიპლომატები უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. ამბობენ, რომ ეს  შედეგი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ცუდად აისახება.

 ევროკავშირის ელჩი კი პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებზე საუბრობს და შეშფოთებას გამოთქვამს. ფაქტს კონგრესმენი ადამ კინზინგერი აფასებს და ამბობს, რომ ეს პუტინისთვის მირთმეული საჩუქარია.  ჩაგდებული კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოხატავენ ვაშინგტონშიც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში