“კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია”- ევროსაბჭოს თანამომხსენებლების განცხადება

15 ნოემბერი 2019, 12:26 795 ნახვა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უცხოელი ექსპერტები აფასებენ. შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენელი,ადამ კინზინგერი შოკირებულია  გადაწყვეტილებით,   მისი თქმით, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს, ვიდრე   პარლამენტმა ბოლოდროინდელი მოვლენებით აჩვენა. ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი აცხადებს.

ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. აცხადებს  იალოვიცი. მოვლენებს უარყოფითად აფასებს ლუის ნავაროც, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ შიშობს, რომ 2020 წელს ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომაც თქვა უარი ცვლილებებზე.

 ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი პასუხისმგებლობა ჩაშლილი კენჭისყრისთვის "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს,  მისი თქმით,  ოპოზიციის დადანაშაულება ამ პროცესში არ შეიძლება", განცხადებას ავრცლებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებიც ტიტუს კორლატინი და კლოდ კერნი  საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მწუხარებას გამოთქვამენ. „შესწორების ჩაგდება გაუგებარია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“ – ნათქვამია  განცხადებაში. ისინი  მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას და განსაკუთრებით, მმართველ  უმრავლესობას, იპოვონ გზა, რომლითაც ამ შესწორებების დამტკიცება მომავალ არჩევნებამდე შესაძლებელი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში