აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ

15 ნოემბერი 2019, 10:19 2466 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ''სირცვხილიას'' აქტივისტები აჭარის მთავრობის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს შენობა პიკეტირებული აქვთ. ისინი შესასვლელ კართან დგანან და სამუშაო კაბინეტებში თანამშრომლებს არ უშვებენ. 

მთავრობის შენობას მეორე შესასვლელიც აქვს, მაგრამ აქციის მონაწილეებმა იცის დაიკავეს.

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან.  

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები მთავრობის სახლთან 9 საათზე მივიდნენ. მიიტანეს ტრანსპარანტები და საყვირები. ''გადამგდები ოცნება'', ''ვერ გაგვაჩუმებთ'', ''გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ'' - დაწერეს აქციის მონაწილეებმა ბანერებზე. 

ისინი გუშინ, საქართველოს პარლამენტში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და ასევე აჭარის მთავრობის გადადგომას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. 

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3. პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. საპარლამენტო უმრავლესობა და ''ქართული ოცნება''  9 დეპუტატმა დატოვა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში