''გამბედავი მაჟორიტარების'' სცენაზე გამოჩენა მისტიკა და ზღაპარია - გოგიჩაიშვილი

14 ნოემბერი 2019, 12:34 912 ნახვა

ე.წ. გამბედავი მაჟორიტარების გამოჩენა ავანსცენაზე არის მისტიკა და ზღაპარი, - უთხრა ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, რეალურად ყველაფერი შეთანხმებულია. გოგიჩაიშვილს იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.

„თავს შევიკავებ პროგნოზისგან, რადგან მეც მოსახლეობის იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც შფოთავს ამაზე. ამ პროცესის ჩაგდება შედის ქვეყნის მტრების ინტერესებში, გინდ შიდა იყოს, გინდა გარე. პროგნოზისგან ვეცდები თავი შევიკავო, მაგრამ ვნერვიულობ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. თუმცა, ფაქტია ეს არის შეთანხმებული, კონტროლირებადი და არავითარი დაპირისპირება და შეწინააღმდეგება არ არსებობს,'' - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მაჟორიტარების სისტემის გაუქმებას გულისხმობს. რაც შეეხება პარლამენტის დაკომპლექტებას, 0% ბარიერის პირობებში, პოლიტიკური პარტიის მიღებული მანდატების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ის ხმები, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მანდატის მისაღებად არ ეყოფა, გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი