9 წლის ვუნდერკინდი მალე უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს

13 ნოემბერი 2019, 12:14 617 ნახვა

უმაღლესი განათლების მქონდე ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი მალე ცხრა წლის ლორან სიმონსი გახდება.  იგი ნიდერლანდებიდანაა და სულ რამდენიმე თვეში ეინთჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაასრულებს - არაჩვეულებრივი ლორენის შესახებ  BBC წერს. 

ლორან სიმონსი ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მან უნივერსიტეტში ერთი წლის წინ ჩააბარა. სკოლაში 6 წლიანი პროგრამა სულ რაღაც წელიწადნახევარში დასძლია, როცა ის 8 წლის იყო და საშუალო განათლების ატესტატიც მიიღო. 

ამის შემდეგ, ლორანმა უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა თანაკურსელებისგან განსხვავებით იგი უფრო მალე დაასრულა. 

ბავშვის IQ 145-ია. მას ფოტოგრაფიული მახსოვრობა აქვს.  ლორანი ამბობს, რომ მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რომელშიც სტატისტიკა, გეომეტრია და ალგებრა შედის. 

გეგმავს, რომ სამომავლოდ კარდიოქირურგი გამოვიდეს. ჯერ კიდევ სკოლის დროს, მან ამსტერდამის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსი გაიარა.

9 წლის ვუნდერკინდი ოცნებობს, რომ მოიფიქროს საშუალება, რომლითაც ადამიანებს ცხოვრებას გაუხანგრძლივებს.

ლორანის მამა ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ძალიან მალე მიხვდნნენ, რომ სახლში უნდერკინგი ეზრდებოდათ. პატარა არ ინტერესდებოდა სათამაშოებით და აზროვნებითაც გამოირჩეოდა. 

"თუ ლორენი გადაწყვეტს, რომ გახდეს დურგალი, ჩვენთვის ეს პრობლემა არ იქნება, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მას ბედნიერებას მოუტანს"- ამბობდა ბავშვის მამა, როცა მან უნივერსიტეტში ჩააბარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი