ამინდი, ბათუმი - მზიანი დღეები კვირის ბოლომდე გაგრძელდება

13 ნოემბერი 2019, 10:27 1962 ნახვა

ხვალ, 14 ნოემბერს, აჭარაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +22, +24, მთაში კი +20, +22 გრადუსი იქნება. თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება ღამითაც. 

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია და ბანაობაც შესაძლებელია. მზის ულტრაიისფერი ინდექსი კვლავ მაღალი იქნება, ნიშნულით #5.

მიმდევნო კვირა, საქართველოს მასშტაბით თბილი და უნალექო იქნება. 

 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში