10 წელი ელექტროენერგიის გარეშე

12 ნოემბერი 2019, 20:06 2284 ნახვა

80 წლის მარტოხელა მოხუცი 10 წელია სანთლის შუქზე, ელექტროენერგიის გარეშე - ეს ჩიტო მახარაძეა, რომელიც წლებია თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქოხი 10 წლის წინ ააგო, მაგრამ იმის გამო, რომ საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული, მას ელექტროენერგიას ვერ აწვდიან.

ამბობს, რომ მისამართის არქონის გამო ხშირად მას სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებიც ვერ აგნებენ. არ ჰყავს ახლო მეზობლები. ამბობს, რომ არავის იმედი აღარ აქვს, რადგან იმედისმომცემი მისთვის ამ წლების განმავლობაში, არც მუნიციპალიტეტს გაუკეთებია და არც სხვას, თუნდაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ბიუროკრატია, თუ გულგრილობა?

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში