„იაფი სახლის“  საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით  საქართველოს ბანკის კიდევ ერთ თანამშრომელი დაიკითხა

12 ნოემბერი 2019, 18:36 1451 ნახვა

„იაფი სახლის“  საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით  საქართველოს ბანკის კიდევ ერთ თანამშრომელი დაიკითხა.   მოწმემ თავის ჩვენებაში ავიზირებისა და საბანკო გარანტიის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ საქათველოს ბანკის თანამშრომლებმა  ბათუმის მერიის მიმართვის საფუძველზე გლობალური სისტემით დაადგინეს რომ „ფოინთ ბანკს“ არ ჰქონდა  რეიტინგი და არ გაუწიეს მას რეკომენდაცია. მისივე განმარტებით, ამის შესახებ ეცნობა ბათუმის მერიას.

პროკურორის კითხვაზე იყო თუ არა „ფოინთ ბანკი“ გადახდისუნარიანი, მოწმემ თქვა რომ ამის გადამოწმება მათი ვალდებულება არ არის და არც მერიას მიუმართავს ამ თხოვნით საქართველოს ბანკისთვის. პროკურორი განმარტავს, რომ სწორედ ამ მოთხოვნით უნდა მიემართა ბანკისთვის ბათუმის მერიას. დაცვის მხარეს მოწმესგან აინტერესებდა , მაშინ როდესაც საქართველოს ბანკმა მიწერა მერიას რომ „ფოინთ ბანკს“ არ ჰქონდა რეიტინგი, თუ იცოდა პროცესებში მონაწილე მოწმემ „ფოინთ ბანკი“ იყო თუ არა საფინანსო ორგანიზაცია.  მოწმემ უპასუხა,  რომ ამის შესახებ მან არ იცოდა  თუმცა წერილობით პასუხში " ბანკი" სიტყვის მასალად გამოიყენა.დღეს კიდევ ერთი მოწმისთვის უნდ​ა მოესმინათ მხარეებს, თუმცა მისი დაკითხვა მომდევნო პროცესზე გაგრძელდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში