რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი გაიტაცეს

12 ნოემბერი 2019, 12:15 1169 ნახვა

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები აიყვანეს. დაკავებულები არიან 59 და 60 წლის მოქალაქეები, ისინი იმ დროს გაიტაცეს, როცა საქონელს მწემსავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მწყემსები ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აიყვანეს. დაკავებულები ე.წ. ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, სასამართლო სხდომა გაიმართება და ჯარიმა დაეკისრებათ. თანხის გადახდის შემდეგ კი გაათავისუფლებენ. 

სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში