ქედაში ავარიის დროს 15-მდე მგზავრი დაშავდა

12 ნოემბერი 2019, 10:46 8572 ნახვა

ქედაში ავტობუსის ამოტრიალების დროს 15-მდე მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და არ არის გამორიცხული ისინი რეანომობილით ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანონ. 

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას დაუკავშირდა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი