ქედაში ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოყირავდა - არიან დაშავებულები

12 ნოემბერი 2019, 09:35 9799 ნახვა

ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით არიან დაშავებულები.

ავტობუსი ბათუმიდან დაბა ქედისკენ მოძრაობდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  ავარიის გამო ქედის გზაზე გადაადგილება შეფერხებული იყო. 

მაუწყებელი მომხდარის დეტალებს აზუსტებს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში