დაკავებული რწმუნებულებიდან 3 პატიმრობაში რჩება, ერთს გირაო შეეფარდა

11 ნოემბერი 2019, 20:06 2005 ნახვა

გამოძიების ვერსიით უხარისხო საზოგადოებრივი საპირფარეშოები და სოფლის რწმუნებულების მიერ სავარაუდოდ აღებული ქრთამი - დღეს სასამართლომ ქობულეთში დაკავებულ სამ საჯარო მოხელეს პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი გირაო. მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობა დაასახელა. საქმე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხება.

ირწმუნებიან, რომ აქვთ მტკიცებულებები, მათ შორის კი არის ფარული ვიდეო-მასალაც. საუბარი 8 სხვადასხვა ობიექტზე და ქრთამის სახით სავარაუდოდ აღებულ 500, 600 და 1000 ლარზეა.

რვავე ობიექტზე სამუშაოები ერთმა კომპანიამ შეასრულა, აქედან გამომდინარე ადვოკატები აცხადებენ, რომ საკუთარი ხარვეზების დასაფარად სწორედ ამ კომპანიის წარმომადგენელი  მუშაობდა სპეციალურად  იმისთვის, რომ ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფული გადაეცა, ეს გადაეღო და საქმის მთავარი მოწმეც გამხდარიყო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში