რომელი ოჯახები მიიღებენ საცხოვრებელს „ოცნების ქალაქში“? - კითხვაზე პასუხი ისევ არ არის

11 ნოემბერი 2019, 20:07 2903 ნახვა

ის, რასაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციის უსაფუძვლო ოპონირებას უწოდებდა მას პირადად უთხრეს ე.წ. ოცნების ქალაქში. მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე - ვის გადაეცემა პირველ რიგში ბინა და რომელი ოჯახები ვერ მიიღებენ სახლს მთავრობის მიერ, ბიუჯეტით აშენებულ კორპუსში? ამაზე დღეს მოქალაქეებს პასუხი ვერ გასცეს, რადგან კრიტერიუმები ისევ უცნობია.

მთავრობაში ამბობენ, რომ ამას საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მშენებლობისას შეიმუშავებენ.

მანამდე კი გამოაცხადეს 41-მილიონიანი ტენდერი. პირველ ეტაპზე მუყაოს ქალაქში სამი კორპუსი უნდა აშენდეს. ამის შესახებ ბრიფინგის გამართვის შემდეგ, ოცნების ქალაქში მთავრობის წევრები მივიდნენ.
 

იყო პოლემიკა მთავრობის თავმჯდომარესა და დასახლებაში მცხოვრებლებს შორის -  ერთგვარი გაფრთხილებაც, ან შესაძლოა მუქარაც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში