ქობულეთში ქრთამის აღებაში ბრალდებული, წინასწარი პატიმრობიდან 30 000 სანაცვლოდ გათავისუფლდება

11 ნოემბერი 2019, 12:54 2733 ნახვა

ქობულეთში, ქრთამის აღებაზე დაკავებული ოთხი პირიდან, სამი წინასწარ პატიმრობაში რჩება, ერთი კი გაათავისუფლეს. 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ავთანდილ ნემსიწვერიძე, რომელიც ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელია, 30 000 ლარის სანაცვლოდ, სასამართლო გადაწყვეტილებას სახლში დაელოდება.  გირაოს გადაწყვეტილება სასამართლომ, ჯანმრთელობის, ოჯახური მდგომარეობისა და ასაკის გამო მიიღო . 

თუმცა, ნემსიწვერიძე დარბაზიდან არ გაუთავისუფლებიათ, ის საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, რაც გირაოს თანხას შეიტანს.  

პატიმრობაში რჩებიან სოფლის რწმუნებულები, რომლებსაც გამოძიება 500, 600 და 1000 ლარის ქრთამის აღებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, რწმუნებულებმა და ქობულეთის მერიის თანამშრომელმა, ამ თანხის სანაცვლოდ, უხარისხოდ აშენებული საზოგადოებრივი საპირფარეშო ჩაიბარეს.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში