საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

10 ნოემბერი 2019, 17:52 979 ნახვა

საქართველო 27 ნოემბრიდან 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის რანგში მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში