უპასუხო სამოქალაქო პროტესტი

09 ნოემბერი 2019, 21:04 1534 ნახვა

უპასუხო სამოქალაქო პროტესტი და ბიზნესი საკუთარი კანონებით. ახლა მოგიყვებით ვის ეკუთვნის მთავარი სიტყვა ბათუმის ურბანული დაგეგმარების სფეროში. წელიწადზე მეტია საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ზღვის სანაპიროზე ერთადერთი თავისუფალი სივრცის დაკარგვას და ეწინააღმდეგება 5 ცათამბჯენის მშენებლობას.

სამოქალაქო აქტივისტები შიშობენ, რომ პროექტი შესაბამისი კვლევების გარეშე ხორციელდება, უკვე არსებული კვლევის შედეგები კი სანაპიროზე ასეთი მასშტაბური მშენებლობის დაშვებას გამორიცხავს. პროტესტი გრძელდება, თუმცა გრძელდება მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო პროცედურებიც. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უკვე იმსჯელეს ბათუმი რივიერას განაშენიანების რეგულირების გეგმაზე და ზონალური საბჭოს წევრების უმრავლესობამ პროექტი მოიწონა კიდეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში