ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ერთი პირი დააკავეს

09 ნოემბერი 2019, 20:46 722 ნახვა

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ერთი პირი დააკავეს. დაკავებას წინ უძღვოდა შელაპარაკება აქციის მონაწილეებსა და სავარაუდოდ მაყურებლებს შორის. როგორც ადგილიდან ჩვენი ჟურნალისტი იუწყება. ქალები ქუჩის მეორე მხარეს იდგნენ და კინოთეატრისკენ მიდიოდნენ, როდესაც აქციის მონაწილეებმა დაუწყეს შეძახილები თუ რატომ მოვიდნენ, როგორ მოიპოვეს ბილეთები.

რცხვენოდათ თუ არა იმის, რომ დღეს აქ იმყოფებოდნენ. ადგილი ჰქონდა ქალების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. სწორედ ამ დროს სიტუაციაში სამართალდამცველები ჩაერივნენ და აღნიშნული პირი დააკავეს.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში