იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს

08 ნოემბერი 2019, 15:45 1371 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნაკრების წევრ, იაკობ ქაჯაიას მინსკში გამართული მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს გადასცემენ. იაკობმა მინსკის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა ოქროს მედლის მფლობელ ბელორუსელ კირილ გრიშჩანკას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს. ამის შესახებ ოფიციალური წერილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გამოუგზავნა.ამ ოქროს მედლით გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში 26 მედალი მოიპოვეს: 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 13 ბრინჯაო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში