"ბათუმის პორტში" შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს

08 ნოემბერი 2019, 12:53 5415 ნახვა

7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“, ჩატარებული ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში