ერთი ხეობის ფოლკლორი--ჭვანის ხეობის მუსიკალური საღამო ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა

08 ნოემბერი 2019, 12:33 4081 ნახვა

ერთი ხეობის ფოლკლორი--ჭვანის ხეობის მუსიკალური საღამო ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა. გამოფენა-კონცერტზე, 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის  ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდა.

ღონისძიება ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციით გაიხსნა. ასევე წარმოდგენილი იყო ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები. კონცერტი საპატიო ჭვანელისა და საპატიო შუახეველის დაჯილდოებით დასრულდა. საპატიო ჭვანელის ტიტული ჭვანის ანსამბლის ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს გადაეცა. საპატიო შუახეველის ტიტული კი ნოდარ ქათამაძემ მიიღო.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში