ბათუმის უნივერსიტეტის დარბევიდან 12 წელი გავიდა 

08 ნოემბერი 2019, 12:54 2462 ნახვა

დარბეული სტუდენტები, სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით ჩაშლილი სასწავლო პროცესი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 8 ნოემბრის მოვლენებიდან 12 წელი გავიდა.

სამოყვარულო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანდა, თუ როგორ გაუშვეს ეზოში მომწამლავი აირი და როგორ გაუსწორდა სპეცრაზმი ახალგაზრდებსა და ლექტორ-მასწავლებელებს. 

2007 წლის 8 ნოემბერს, 12 საათისთვის უნივერსიტეტის სტუდენტები ეზოში შეკრებასა და თბილისში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას გეგმავდნენ, თუმცა სასწავლო დაწესებულებაში სპეცრაზმი  შეიჭრა.

ახალგაზრდები მიხეილ სააკაშვილის მმართველობას აპროტესტებდნენ.  

ბათუმის დარბევას კი წინ უძღოდა, საპროტესტო აქციები დედაქალაქში. 2007 წლის 3 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები დაიწყო. სხვადასხვა სახელმწიფო შენობასთან „სირცხვილის კორიდორებიც“ ეწყობოდა.

პარლამენტთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დაანონსდა. 7 ნოემბერს აქციის მონაწილეები დაარბიეს, პოლიციამ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში