აზარტულ თამაშებში მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ჩართულობა საგანგაშოდ მაღალია - EMC

08 ნოემბერი 2019, 10:31 1521 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კვლევების თანახმად, საქართველოში აზარტულ თამაშებში მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ჩართულობა საგანგაშოდ მაღალია. მესამე სექტორი პრობლემების გადაჭრისთვის სახელმწიფოსგან აქტიური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

''აზარტული თამაშების გავრცელება და სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობა ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული მოვლენებია და ცალკეულ შემთხვევებში, ერთმანეთს განაპირობებენ კიდეც. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის გვხვდება საცხოვრებლის დაკარგვა და უსახლკაროდ დარჩენა, ან უმძიმეს პირობებში, არასათანადო ​საცხოვრისში ცხოვრება, უმუშევრობა, სუიციდი და სხვა. არსებული გამოწვევები, მათი სიმწვავის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს. 

სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის კვლევები სუიციდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად სწორედ თამაშზე დამოკიდებულებას მიუთითებენ.

1. თამაშზე დამოკიდებულება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ დაავადებადაა აღიარებული და მას შესაბამისი კლასიფიკაციაც აქვს მინიჭებულ.

2. რაც სახელმწიფოების მიერ შესაბამისი ზომების განხორციელების წინაპირობა უნდა გახდეს. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის რეკომენდაციებში სუიციდის პრევენციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სპეციალური სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას განსაკუთრებით უსვამს ხაზს,'' - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზი, პრობლემის მასშტაბის იდენტიფიცირება, ​სუიციდისა და სუიციდის მცდელობების გამომწვევი ფაქტორების ანალიზი. 

უფრო ვრცლად ორგანიზაციის რეკომენდაციების შესახებ იხილით ლინკზე. 

გუშინ ბათუმში აზარტული თამაშების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში