კორპუსის მეათე სართულიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

07 ნოემბერი 2019, 20:11 6287 ნახვა

დღეს საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, ისევ სამშენებლო ობიექტი, ისევ სავარაუდოდ დარღვეული უსაფრთხოების ნორმები და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარი კონტროლის ეფექტიანობა. 23 წლის მუშა სავარაუდოდ ბაგირის გაწყვეტამ შეიწირა.

კორპუსი, რომელიც არაა ჯერ ექსპლუატაციაში მიღებული, დღესვე დაათვალიერეს შრომის ინსპექტორებმა, სამღებრო სამუშაოები შეჩერებულია. ახლა სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ ხორციელდებოდა თუ არა ბაგირის მდგრადობის კონტროლი. ეს საქართველოში წელს სამშენებლო ობიექტზე დაღუპვის 37-ე შემთხვევაა.

გამოძიება დაწყებულია, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი გამოკითხვაზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში