კონგრესმენები ბათუმის პორტის მუშაობას გაეცნენ

07 ნოემბერი 2019, 15:41 1051 ნახვა

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბათუმში მყოფი ამერიკელი კონგრესმენები ბათუმის პორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მათ პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს. საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა  პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.

 კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ი კორპორაციას Trammo-სთან ერთად ტერმინალის მშენებლობისთვის 20 მილიონი დოლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში აზეირბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში