"უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ მზად" - ირაკლი ღარიბაშვილი ნატოში გაწევრიანებაზე

07 ნოემბერი 2019, 12:09 1888 ნახვა

"ნატოსთან ურთერთობის დროს, არ უნდა შევქმნათ საზოგადოებაში ცრუ მოლოდინები" - ეს განცხადება  ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.  

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს მოთმინებით, თუმცა ყოველთვის მზად ნატოში ინტეგრაციისთვის.  

"დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მათი ჩართულობისა და მხარდაჭერის შედეგად, ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული და დაფასებული მთელს საერთაშორისო არენაზე, რაც შეეხება ნატოსთან საქართველოს ურთიერთობას და მოლოდინების, მე ყოველთვის ვამბობ, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები, არ შეიძლება მოსახლეობას ცრუ მოლოდინი გავუჩინოთ და მერე იმედი გავუცრუოთ, ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა.. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ ნატოსთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, ვატარებთ სწორ პოლიტიკას. სწორი პოზიციონირება გვაქვს საზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით მაგრამ მზად," -  უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში