დააკავეს საჯარო მოხელე, რომელიც მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ 1 500 დოლარს სთხოვდა

07 ნოემბერი 2019, 10:26 1323 ნახვა

პოლიციამ დააკავა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელიც მოქალაქეს 1 500 დოლარის სანაცვლოდ იმავეს სამსახურში დასაქმებას დაჰპირდა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოტყუებით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ თანხის სანაცვლოდ დაასაქმებდა. 

ბრალდებული 1 500 აშშ დოლარის აღების მომენტში აიყვანეს. 

ბრალის დამტკიცების შეთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში