ხმაური და დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენისას

06 ნოემბერი 2019, 20:25 1070 ნახვა

საქართველოს პარლამენტში დღეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების მსურველ მეთვრამეტე კანდიდატს მოუსმინეს. ეს ქეთევან ცინცაძეა, რომელიც 2017 წლამდე იყო კლანის წევრად მიჩნეული მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე. სწორედ ამიტომ მას დღეს ჰკითხეს, როგორი ფაქტორი ითამაშა იუსტიციის საბჭოში მისი შერჩევისას ამ თანაშემწეობამ.

ცინცაძე მიიჩნევს რომ არანაირი. ამასთან, იგი ამბობს, რომ სმენია მოსაზრება ე.წ. კლანის შესახებ მაგრამ სასამართლოში კლანის არსებობა ჯერ არავის დაუმტკიცებია.

კანდიდატს სამოსამართლო გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად დღეს მის წარსულ გადაწყვეტილებებზე მეტად განხილვის საგანი იყო კანდიდატის შერჩევის პროცესი, მისი ასაკი და გამოცდილება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში