მთიან აჭარაში სათემო ორგანიზაციის დასაფუძნებლად ახალგაზრდებს ვიწვევთ - "მთის ამბები"

06 ნოემბერი 2019, 18:28 1534 ნახვა

„მთის ამბები“ იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს რაჭიდან, ლეჩხუმიდან, ზემო და ქვემო სვანეთიდან, ჯავახეთიდან, თრიალეთიდან და მთიანი აჭარიდან სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად.

მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული მედიასაშუალების სურვილია, რომ  მთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები ერთმანეთს დააკავშირონ, დაეხმარონ სათემო ორგანიზაციების დაფუძნებაში, შესაძლებლობების გაძლიერებაში, პრობლემების გადასაწყვეტად ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ახალგაზრდების ინიციატივები უნდა უკავშირდებოდეს - თემის განვითარებას; გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებას; ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას; სოფლად სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და არაფორმალური ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას; მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების, მთაში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას; ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ბუნებრივი რესურსების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის ხელშეწყობას; კულტურული და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას და სხვა 

სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი და წევრი შეიძლება გახდეს დაინტერესებული ახალგაზრდა, რომელიც იზიარებს აღნიშნულ მიზნებს და მზად არის, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სათემო ორგანიზაციის საქმიანობაში, სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსოთ ანკეტა და გადაგზავნოთ 15 ნოემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორგანიზაციას ელექტრონულ ფოსტაზე: mtisambebi@gmail.com

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში