ნარკორეალიზატორს, რომელიც ბათუმში ''ჰეროინის'' გასაღებას აპირებდა 12 წელი მიუსაჯეს

06 ნოემბერი 2019, 15:24 2395 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ბრალდებული პოლიციამ ბათუმში, მაისში აიყვანა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.მ ჰეროინს ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე ტოვებდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი გასაღება ვეღარ მოასწრო. 

''ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 63,4481 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს’’, საიდანაც ნაწილი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,8971 გრ., შემდგომში უკანონო გასაღების მიზნით განთავსებული ჰქონდა ქ.ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციებზე. დროულად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.მ.-მ  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გასაღება ვერ განახორციელა. 

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ და  19-260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა'' - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში