საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მოდერნიზების ამბიციური პროგრამა აქვს - ელისაბეთ რუდი

06 ნოემბერი 2019, 11:02 895 ნახვა

საქართველოს აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მოდერნიზების ამბიციური პროგრამა, აშშ-ი აგრძელებს საქართველის მხარდაჭერას - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეთ რუდმა. ის ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

მისივე თქმით, ბათუმის კონფერენცია არის შესანიშნავი შესაძლებლობა ადამიანებმა ისაუბრონ საქართველოს პროგრესზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„წელს კონფერენცია ფოკუსირებული იქნება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზაციაზე, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდაზე და საქართველოს თავდაცვის კონცეფციაზე. აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ კონფერენციაში ბათუმში და ვადასტურებთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მხარდაჭერას“, – განაცხადა ელისაბეთ რუდმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში