ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია - ნინო ლომჯარია 

05 ნოემბერი 2019, 16:33 1468 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრის სოფიო კილაძის განცხადებას, რომელიც მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხებოდა, სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

''ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა'' - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ლომჯარია. 

''ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ - 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა.

სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის "ბრალია" იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!'' - წერია პოსტში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში