ბათუმში 4 ქუჩის აბონენტებს წყლის მიწოდება ღამის საათებში შეუწყდებათ

05 ნოემბერი 2019, 13:57 4324 ნახვა

ბათუმის წყლის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო, დღეს, 5 ნოემბერს, ღამის 12 საათიდან დილის 8 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბათუმის 4 ქუჩის აბონენტებს.

რეაბილიტაციის გამო, წყალი გაითიშება ინასარიძის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებს.

„ბათუმის წყალი“ ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

"წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით" - ამბობენ კომპანიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში