აჭარის ტელევიზა 32 წლისაა

04 ნოემბერი 2019, 20:11 1493 ნახვა

აჭარის ტელევიზია  იუბილარია.  პირველი გადაცემა ეთერში სწორედ 4 ნოემბერს გავიდა, ზუსტად 32 წლის წინ. არხი 2013 წლამდე სამთავრობო, საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო. ბოლო ექვსი წელია კი მაუწყებლის სტატუსით მაუწყებლობს.  ამ პერიოდში ტელევიზიამ მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა. ერთ-ერთი მთავარი ხალხის ნდობის მოპოვება და კურსის ხალხის პრობლემებზე გასწორება იყო.

არხი ბოლო პერიოდში არაერთხელ შეფასდა დაბალანსებულად და მიუკერძოებლად, მაგრამ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები.

უმთავრესი კი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არსებული, გავლენებისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში