არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭება - უწყებათაშორისი კომუნიკაციის პრობლემა

04 ნოემბერი 2019, 20:12 1363 ნახვა

პეტრა-ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიის შემდგომი ბედი გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული და აუცილებელია ტერიტორიას სასწრაფოდ მიენიჭოს არქეოლოგიური ზონის სტატუსი - ამ მოთხოვნით საზოგადოება „ბათომი“ მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ისტორიული ძეგლების დამცველები ღიად მიუთითებენ, რომ საფრთხეები რეალურია.

 „ბათომი“ სტატუსის არარსებობასთან დაკავშირებით ეროვნული სააგენტოს წერილს და ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებას იშველიებს, რომელიც მათივე ცნობით ნათლად აჩვენებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის  სათანადო,საჭირო და სასურველი კოორდინაციის დეფიციტს.

გასხვისებული ტერიტორიები, ისტორიული და არქეოლოგიური არეალი და სახელმწიფოს ნება - სურს თუ არა ხელისუფლებას არქეოლოგიური საგანძურის დაცვა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში