ეროვნული ლიგის ლიდერი ამჟამად თბილისის “დინამოა”

04 ნოემბერი 2019, 15:35 1295 ნახვა

ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მონაცემები შეიცვალა და   „დინამო“ თბილისი ბათუმელებს  2 ქულით უსწრებს. 33-ე ტურის შეხვედრების მიხედვით, მოქმედი ჩემპიონი -  „საბურთალო“ სტუმრად გორის „დილასთან“ 0-2 დამარცხდა და მნიშვნელოვანი 3 ქულა დაკარგა. თბილისის „დინამომ“ კი ქუთაისის ტორპედო დაამარცხა 2-1 და  ბათუმელებს გადაუსწრო.

  ამ ეტაპზე, 66 ქულით თბილისელები ლიდერობენ,  64 ქულით მეორე პოზიციაზეა „დინამო“ ბათუმი, მესამეზე კი საბურთალოა 61 ქულით. 34-ე ტურის  შეხვედრას ზღვისპირელები 8 ნოემბერს გამართავენ და ბოლნისის სიონს უმასპინძლებენ. მატჩი ანგისის საფეხბურთო ბაზაზე 19 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის დარულდებამდე სამი ტურია დარჩენილი და სამივეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში